თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასის განცხადებაზე - სიტყვების აღარ გვჯერა - თუ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს აკეთებ - Palitra News

თენგიზ შარმანაშვილი კაია კალასის განცხადებაზე - სიტყვების აღარ გვჯერა - თუ დეკლარირებ ერთს და აკეთებ მეორეს, ჩემთვის უკვე ნათელია, რომ შენ არაფერს აკეთებ

2026-05-29 12:30:40+04:00

საქართველოსა და მოლდოვაში რუსული ჯარების ყოფნა ევროპის უსაფრთხოებისთვის რისკს წარმოადგენს - ეს განცხადება ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს ეკუთვნის. "ქართულ ოცნებაში" ამბობენ, რომ მხოლოდ სიტყვები არ კმარა და რომ განცხადებებს, შესაბამისი ქმედებებიც უნდა ახლდეს თან. მმართველი პარტიის წარმომადგენლების აზრით, კაია კალასის გულწრფელობა მაშინ გამოჩნდება თუ, ევროკავშირი საქართველოსთვის ხელოვნური დაბრკოლებების შექმნას შეწყვეტს. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის გზავნილები დადებითად შეაფასეს ოპოზიციაში. ხელისუფლების ოპონენტებისთვის ეს ერთგვარი ნიშანია, რომ ევროკავშირი ქართველი ხალხის, საქართველოს ეროვნული ინტერესების გვერდით დგას. მაგდა ბლუაშვილმა მოისმინა შეფასებები.