არ მგონია, ვინმეზე ნაკლებად მესმოდეს დროის მნიშვნელობა და ყველა საჭიროება, რაც პაციენტებს აქვთ - რამდენიმე დღის წინ ჟენევაში ვიმყოფებოდი და 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირს შევხვდი - ყველას სურვილია, რაც შეიძლება სწრაფად მოიძებნოს ყველა კითხვაზე პასუხი. პასუხი, რომელიც საშუალებას მისცემს მათ შორის, საქართველოს, რომ პროგრამაში მედიკამენტების დანერგვაზე გადაწყვეტილება იყოს მიღებული,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ დიუშენის კუნთოვანი დისტროფის სამკურნალო მედიკამენტზე საუბრისას განაცხადა.
მინისტრის თქმით, მუდმივად ადევნებენ თვალს მედიკამენტებთან დაკავშირებულ სიახლეებს.
„მუდმივად ცვალებადი სურათია. გუშინ მოვისმინე, თითქოს ევროპის ყველა სახელმწიფოში გამოიყენება „ვამოროლონი“ და „ჯივინოსტატი“. სრული პასუხისმგებლობით მინდა ვთქვა, რომ ეს ასე არ გახლავთ!
ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობა, ძალიან ფრთხილად აკვირდება პროცესების განვითარებას. ათვალიერებენ რა შესაძლებლობები აქვს წამალს, უსაფრთხოების გარანტიები როგორია და ასე შემდეგ, ამის მიხედვით იღებს გადაწყვეტილებას ყველა ევროპული სახელმწიფო.
ეს არის მზადყოფნის დონე, რაც აქვთ და ვერ იღებენ გადაწყვეტილებას, ისეა, როგორც საქართველოში ხდება.
ეს არის ერთადერთი ნაბიჯი. როდესაც ვამბობ ცვალებადობას, არის გარკვეული უარყოფითი სიგნალებიც. ერთ-ერთი მედიკამენტზე ვისაუბრე და თვისობრივად შეცვლილ ვითარებაზე, გამორიცხა გამოყენების შესაძლებლობა.
მუდმივად ვადევნებთ სიახლეებს ამ მიმართულებით და არის სიახლეები ბრიტანეთთან დაკავშირებით. მოგეხსენებათ, ბრიტანეთი აპირებს ნაბიჯების გადადგმას ერთ-ერთი მედიკამენტის მიმართულებით. გუშინაც გამოქვეყნდა ინფორმაცია ერთ-ერთი მედიკამენტის ირგვლივ და ვეცნობით. არის იმედისმომცემი გარკვეული ფაქტორებიც. მაგალითად, ახალი მედიკამენტების გამოჩენის საკითხი.
ჟენევაში ვიმყოფებოდი და დაახლოებით, 15 სახელმწიფოს ძალიან მაღალი დონის თანამდებობის პირებს შევხდით. სამედიცინო სექტორის წარმომადგენლებს, კლინიკურ სექტორს და ყველა უკლებლივ საუბრობს კითხვის ნიშნებზე, ყველა იმედით არის განწყობილი. ყველას სურვილია რაც შეიძლება სწრაფად მოეძებნოს ყველა კითხვას პასუხი. პასუხი, რომელიც მისცემს საშუალებას საქართველოს, ევროპულ სახელმწიფოებს პროგრამაში ამ მედიკამენტების დანერგვაზე მიღებული იყოს გადაწყვეტილება“,- განაცხადა მინისტრმა.
მისივე თქმით, ერთ-ერთი პირველია, ვისაც სურს, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ყველა კითხვაზე პასუხი, გაჩნდეს მტკიცებულებები, რაც შესაძლებელს გახდის მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებას მედიკამენტების დანერგვის თაობაზე.
„ევროპის სახელმწიფოთა უმრავლესობას იგივე საჭიროებები აქვს, როგორც საქართველოშია მედიკამენტთან დაკავშირებით. ეს სახელმწიფოებიც დაკვირვების რეჟიმში არიან, უმრავლესობა ჯერ გადაწყვეტილებას მედიკამენტის დაფინანსებაზე ვერ იღებს.
ვფიქრობ, ეს საკმარისი საფუძველია იმის ასახსნელად, რომ მიუხედავად სიჩქარისა, არ შეიძლება გადაწყვეტილების მიღება მტკიცებულების გარეშე. ალბათ, ერთ-ერთი პირველი გულშემატკივარი მე ვარ, რომ რაც შეიძლება სწრაფად იყოს ყველა კითხვაზე პასუხი, გაჩნდეს მტკიცებულებები, რაც შეგვაძლებინებს მტკიცებულებებზე დამყარებული გადაწყვეტილების მიღებას. მე ვარ ერთ-ერთი იმ ადამიანებს შორის, ვისაც შეიძლება ყველაზე მეტად შესტკიოდეს გული აღნიშნულზე“,- განაცხადა მინისტრმა.