გორში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება - ადვოკატი შსს-ს ვერსიას ეწინააღმდეგება - Palitra News

გორში მომხდარ ინციდენტზე გამოძიება გრძელდება - ადვოკატი შსს-ს ვერსიას ეწინააღმდეგება

2026-05-29 15:36:32+04:00

პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს, კლინიკა ვივამედიდან გაწერის შემდეგ მეორე ღამეს სასწრაფო დახმარების მანქანით ამჯერად პირველ საუნივერსიტეტი კლინიკაში შეიყვანეს. ადვოკატის ინფორმაციით, ლოცულაშვილს თავის ძლიერი ტკივილები ჰქონდა, გული წაუვიდა და ამჟამად ნევროლოგიურ განყოფილებაში წევს. ჯანდაცვის მინისტრი ამბობს, რომ ყველაფერი კონტროლზეა და ობიექტური მიზეზი საგანგაშო დასკვნების გასაკეთებლად არ არსებობს. რეალურად რა მოხდა გორში ე.წ კომბინატის ტერიტორიაზე? მომხდარზე სხვადასხვა ვერსია ვრცელდება. შინაგან საქმეთა სამინისტროს ვერსიით, ინციდენტს წინ უძღოდა საპოლიციო საპრევენციო ღონისძიება, მოქალაქე, რომელიც შეაჩერეს არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას და სამინისტროს თანამშრომელი „ქვით დააზიანა. ლოცულაშვილის ადვოკატი ამ ვერსიას კატეგორიულად გამორიცხავს და ამბობს რომ სამინისტრო ძალადობის გამართლებას ცდილობს.