ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სამართალდამცველების მფარველობაში ადანაშაულებს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს - Palitra News

ოპოზიცია „ქართულ ოცნებას“ სამართალდამცველების მფარველობაში ადანაშაულებს - რა პასუხი აქვთ მთავრობის წარმომადგენლებს

2026-05-29 15:39:07+04:00

ვიდრე გამოძიება საბოლოოდ დაადგენს რა მოხდა გორში სამართალდამხველებსა და ორ მოქალაქეს შორის და ინციდენტს საბოლოო სამართლებრივი შეფასება მოეცემა, საკითხს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიციის შეფასებით ქართული ოცნება სამართალდამცველებს ძალადობისკენ აქეზებს და ამავე დროს ხელს აფარებს. ხელისუფლებაში ამბობენ, რომ კადრები, რომელიც ფიზიკურ ძალადობას ასახავდა ძალიან მძიმე სანახავი იყო, თუმცა მთავარი არის ის, რომ შესაბამის უწყებებს მყისიერი რეაგირება ჰქონდათ. პოლიტიკურ შეფასებებზე ვრცლად მერაბ პაპაშვილი მოგვიყვება.