პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა - Palitra News

პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა

2026-05-29 15:43:42+04:00

პოლიციამ რუსთავში დიდი ოდენობით ჩადენილი თაღლითობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, სხვადასხვა დროს, რუსთავში, დიდი ოდენობით მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, სწრაფი ჩარიცხვის აპარატებში, ფულადი თანხის ნაცვლად ყალბი კუპიურები მოათავსა, რის შედეგადაც კომპანიას 7 000 ლარზე მეტი ქონებრივი ზარალი მიადგა. დანაშაული 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.