სამართალდამცველებმა ორგანიზებული ნარკოდამნაშავეთა ჯგუფი გამოავლინეს - დაკავებულია 6 პირი, ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადსხვა სახის ნარკოტიკი. გამოძიებით დადგინდა, რომ ნარკოდამნაშავეთა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებს, თბილისის სხვადასხვა უბანში, ნაქირავებ ბინებში მოწყობილი ჰქონდათ სპეციალური სათბური, სადაც შემდგომი რეალიზაციის მიზნით განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალება „კანაფის“ უკანონო მოყვანასა და კულტივირებას ახდენდნენ. ნივთმტკიცებად ამოღებულია განსაკუთრებით დიდი ოდენობით სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება, მათ შორის: „კოკაინი“, მცენარე „კანაფი“ და გამომშრალი „მარიხუანა“. დანაშაული 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.