მახუნცეთის ჩანჩქერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს - Palitra News

მახუნცეთის ჩანჩქერში მამაკაცის ცხედარი იპოვეს

2026-05-29 14:58:11+04:00

ქედის მუნიციპალიტეტის სოფელ მახუნცეთში, ჩანჩქერში ტურისტი დაიღუპა. ადგილობრივების ინფორმაციით, უცხო ქვეყნის მოქალაქე მამაკაცი ჩანჩქერში შევიდა, თუმცა წყლიდან ამოსვლა ვერ მოახერხა.

ადგილზე შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები იყვნენ მობილიზებული.

როგორც საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში „ინტერპრესნიუსს” განუცხადეს, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 116-ე მუხლით დაიწყო, რაც სიცოცხლის მოსპობას გაუფრთხილებლობის გულისხმობს.