საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების აღდგენა კვლავ პოლიტიკური დისკუსიის საგანია - Palitra News

საქართველო-აშშ-ის ურთიერთობების აღდგენა კვლავ პოლიტიკური დისკუსიის საგანია

2026-05-29 20:52:33+04:00

საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობების პერსპექტივა და სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენის შესაძლებლობა პოლიტიკური განხილვის მთავარ ერთერთ საკითხად რჩება. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები 4 დღის განმავლობაში როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდებოდნენ.

ოპოზიციური სპექტრის შეფასებით, საქართველოს გეოპოლიტიკური მდებარეობა ქვეყანას ვაშინგტონისთვის მნიშვნელოვან პარტნიორად აქცევს, თუმცა, მათივე აზრით, აშშ-ის აქტიური ჩართულობის მიუხედავად, „ქართული ოცნების“ პოლიტიკა ურთიერთობების პოზიტიურ ფაზაში დაბრუნების საფუძველს ნაკლებად იძლევა.

მმართველ პარტიაში კი განსხვავებულად ფიქრობენ. „ქართული ოცნების“ შეფასებით, ბოლო პერიოდში გადადგმული ნაბიჯები ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაუმჯობესების მოლოდინს აჩენს.