ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ეტაპს იწყებს - Palitra News

ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ეტაპს იწყებს

2026-05-29 20:55:15+04:00

ოპოზიციური ალიანსი ეროვნული მობილიზაციის მეორე ეტაპს იწყებს და აცხადებს, რომ 2026 წელს ქვეყანაში პოლიტიკური ცვლილებებისთვის ემზადება.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩასატარებლად კონკრეტული პირობებია საჭირო, რომელთა ნაწილიც უკვე გასაჯაროვებულია. მათივე შეფასებით, აუცილებელია, რომ ქვეყანაში არსებული საარჩევნო გარემო მნიშვნელოვნად შეიცვალოს.

ხელისუფლებაში კი აცხადებენ, რომ წესების შეცვლას არ აპირებენ და პოლიტიკური პროცესები მოქმედი კანონმდებლობის ფარგლებში უნდა გაგრძელდეს. მმართველი გუნდის პოზიციით, პოლიტიკური ძალები 2028 წლის საპარლამენტო არჩევნებს უნდა დაელოდონ, რომელიც, ხელისუფლების გადაწყვეტილებით, არსებული საარჩევნო წესებით გაიმართება.

საარჩევნო გარემოსა და პოლიტიკური პირობების საკითხზე ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის დაპირისპირება კვლავ გრძელდება.