გორის სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში დატოვეს - Palitra News

გორის სასამართლოში გახმაურებულ საქმეზე დაკავებული პოლიციელები პატიმრობაში დატოვეს

2026-05-29 20:58:42+04:00

გორის რაიონულმა სასამართლომ პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის საქმეზე ბრალდებულ 6 პოლიციელს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა პატიმრობა წინასწარი შეუფარდა. აღსანიშნავია, რომ დღევანდელ სხდომას დაკავებული სამართალდამცავები არ დასწრებიან.

პროკურატურა ამტკიცებდა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას ითხოვდა.

დაცვის მხარე კი ამ მოთხოვნას არ დაეთანხმა - ადვოკატთა ნაწილი აღნიშნავდა, რომ ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, ბრალს აღიარებდნენ და მათგან საფრთხე არ არსებობდა.

ამავდროულად, პროკურატურის განმარტებით, საქმეში არაერთი პირდაპირი მტკიცებულება, მათ შორის ვიდეომასალა ფიგურირებს, ხოლო გამოძიება სხვა შესაძლო მონაწილეების დადგენის მიმართულებითაც გრძელდება.