მმართველი გუნდი ევროკავშირს მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდებს - Palitra News

მმართველი გუნდი ევროკავშირს მეტი თანმიმდევრულობისკენ მოუწოდებს

2026-05-29 21:11:15+04:00

„ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, კაია კალასის, განცხადებებს საქართველოდან რუსული სამხედრო ძალების გაყვანასთან დაკავშირებით პრაქტიკული ნაბიჯებიც უნდა მოჰყვეს.

მმართველ პარტიაში მიიჩნევენ, რომ მხოლოდ პოლიტიკური განცხადებები საკმარისი არაა და ევროპელმა ლიდერებმა მეტი თანმიმდევრულობა უნდა გამოიჩინონ. ხელისუფლების შეფასებით, საქართველოს ეროვნული ინტერესების მხარდაჭერაზე საუბრის ამავდროულად, ქვეყანას დამატებითი რისკები არ უნდა ექმნებოდეს.

ოპოზიცია ხელისუფლებას განსხვავებულ მიდგომაში ადანაშაულებს. მათივე შეფასებით, ხელისუფლება პარტნიორებთან კოორდინაციისა და თანამშრომლობის ნაცვლად, საერთაშორისო მეგობრების კრიტიკას აგრძელებს.