პოლიციელების ძალადობის საქმემ პოლიტიკური სპექტრის მწვავე შეფასებები გამოიწვია - Palitra News

პოლიციელების ძალადობის საქმემ პოლიტიკური სპექტრის მწვავე შეფასებები გამოიწვია

2026-05-29 21:13:48+04:00

გორში პოლიციელების მხრიდან მოქალაქეებზე განხორციელებული ძალადობის ფაქტი ასევე პოლიტიკური განხილვის ერთერთი მთავარი თემაა.

ოპოზიციაში მიიჩნევენ, რომ ხელისუფლება ძალოვანი უწყებების მხრიდან ძალადობას ახალისებს და პასუხისმგებლობისგან იცავს. მათივე შეფასებით, მომხდარი სისტემურ პრობლემაზე მიუთითებს.

ამავე დროს, „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ გავრცელებული კადრები მძიმე სანახავი იყო, თუმცა აქვე ხაზს უსვამენ შესაბამისი უწყებების სწრაფ რეაგირებას და ამბობენ, რომ სამართლებრივი პროცესის დამთავრებამდე ნაჩქარევი დასკვნების გაკეთება არასწორია.