CNN - აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებით, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია - Palitra News

CNN - აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებით, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია

2026-05-30 11:24:54+04:00

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის განცხადებით, დონალდ ტრამპის ჯანმრთელობის მდგომარეობა შესანიშნავია, - ინფორმაციას CNN-ი აშშ-ის პრეზიდენტის ექიმის დასკვნაზე დაყრდნობით ავრცელებს.

აშშ-ის პრეზიდენტის ექიმმა, შონ ბარბაბელამ დონალდ ტრამპის მიერ სამშაბათს გავლილი სამედიცინო შემოწმების შედეგები გამოაქვეყნა.

„პრეზიდენტი ტრამპი შესანიშნავ ჯანმრთელობის მდგომარეობას ინარჩუნებს

და გულ-სისხლძარღვთა, ფილტვების, ნევროლოგიურ და საერთო ფიზიკური ფუნქციების ძლიერ მაჩვენებლებს ავლენს. მისი გონებრივი და ფიზიკური მაჩვენებლები შესანიშნავია. ის სრულიად ჯანმრთელია, რათა მთავარსარდლისა და სახელმწიფოს მეთაურის ყველა მოვალეობა შეასრულოს“, - ნათქვამია ექიმის დასკვნაში.

ასევე, დასკვნაში აღნიშნულია, რომ „წვივის მცირე შეშუპება გასულ წელთან შედარებით გაუმჯობესებულია“ და „ხელზე სისხლჩაქცევა რბილი ქსოვილების მცირე გაღიზიანებას ახასიათებს, რაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებების პრევენციის მიზნით ასპირინის გამოყენებისას ხელის ხშირად ჩამორთმევას უკავშირდება“.