ძალადობა გორში - როგორ ეხმაურებიან საკითხს პოლიტიკოსები - Palitra News

ძალადობა გორში - როგორ ეხმაურებიან საკითხს პოლიტიკოსები

2026-05-30 12:38:19+04:00

გორის რაიონულმა სასამართლომ პაპუნა ლოცულაშვილისა და ლაშა აბისონაშვილის საქმეზე ბრალდებულ 6 პოლიციელს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა - ეს გადაწყვეტილება გუშინ, 29 მაისს, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა მიიღო, თუმცა სხდომას თავად დაკავებული სამართალდამცავები არ დასწრებიან.

პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე შესაძლო ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვდა.

დაცვის მხარე ამ არგუმენტებს არ დაეთანხმა. ადვოკატების ნაწილის პოზიციით, ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, ბრალს აღიარებდნენ და მათგან დამატებითი რისკები არ არსებობდა.