სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა - Palitra News

სუს-მა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა

2026-05-30 14:05:42+04:00

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით კიდევ ერთი პირი დააკავა.

აღნიშნულის შესახებ სუს-ში ბრიფინგი გაიმართა.

სუს-ის უფროსის მოადგილის ლაშა მაღრაძის განმარტებით, დაკავებულია საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალად უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების დავალებით ინფორმაციის შეგროვება და გადაცემა ედება.