გრიგოლ გეგელია - ზახაროვა შავით თეთრზე, მკაფიოდ ადასტურებს, რასაც ვხედავთ, რომ „ქოცური“ რეჟიმის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული და განუზომლად უფრო მეტად მიბმული პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთზე - Palitra News

გრიგოლ გეგელია - ზახაროვა შავით თეთრზე, მკაფიოდ ადასტურებს, რასაც ვხედავთ, რომ „ქოცური“ რეჟიმის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული და განუზომლად უფრო მეტად მიბმული პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთზე

2026-05-30 14:29:07+04:00

„ქოცური“ რეჟიმის მმართველობის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, განუზომლად უფრო მეტად მიბმული პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფაშისტურ ფედერაციაზე და სულ უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი და ნაკლები პერსპექტივის მატარებელი ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით,- ასე გამოეხმაურა „ლელო- ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი გრიგოლ გეგელია რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერის, მარია ზახაროვას მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომლის თქმითაც „EU-ს უხეში მცდელობების მიუხედავად, საქართველოს თავს მოახვიონ კონფრონტაციული კურსი მოსკოვთან მიმართებით, საქართველომ არჩევანი მრავალვექტორული პოლიტიკის სასარგებლოდ გააკეთა“.

გეგელიას თქმით, ყველაფერი, რაც საქართველომ შეამცირა ევროატლანტიკური მიმართულებით, გაიზარდა რუსეთისა და დსთ-ს მიმართულებით.

„ზახაროვა, ფაშისტური რეჟიმის პროპაგანდისტი შავით თეთრზე, ძალიან მკაფიოდ ადასტურებს იმას, რასაც ჩვენ ყველა ვამბობთ და ვხედავთ, ეს არის ის, რომ „ქოცური“ რეჟიმის მმართველობის პირობებში საქართველო არის განუზომლად უფრო მეტად ეკონომიკურად დამოკიდებული რუსეთზე, განუზომლად უფრო მეტად მიბმული პოლიტიკური თვალსაზრისით რუსეთის ფაშისტურ ფედერაციაზე და სულ უფრო ნაკლებად დამოუკიდებელი და სულ უფრო ნაკლები პერსპექტივის მატარებელი ევროატლანტიკური სივრცის მიმართულებით. ყველაფერი რაც შემცირდა ევროატლანტიკური მიმართულებით, გაიზარდა რუსულ-დსთ-ური მიმართულებით და „ლელო- ძლიერი საქართველო“ ამაზე საუბრობს უკვე რამდენიმე წელია, მათ შორის, იმ მონაცემებით, რაც ევროპულმა პარლამენტმა წლების წინ გამოაქვეყნა, როდესაც გამოჩნდა, რომ 2016-2022 წლებში განახევრდა ვაჭრობა ევროპულ კავშირთან და იმავე ექვსწლიან პერიოდში გაორმაგდა ვაჭრობა რუსეთთან და დსთ-ს სივრცესთან. ეს ყველაფერი მოწმობს იმას, რომ ამ რუსული, სამარცხვინო, ანტიქართული რეჟიმის პირობებში, ყველაფერი გაკეთდა იმისთვის, რომ საქართველო გამხდარიყო მაჩანჩალა სახელმწიფო, რომელიც სრულად არის მიბმული რუსულ ჩამყაყებულ ორბიტას“, - განაცხადა გეგელიამ.