ძალადობა გორში - როგორ აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში - Palitra News

ძალადობა გორში - როგორ აფასებენ სასამართლოს გადაწყვეტილებას ხელისუფლებასა და ოპოზიციაში

2026-05-30 15:38:43+04:00

საქმეზე დაკავებული 6 პოლიციელისთვის სასამართლოს მიერ წინასწარი პატიმრობის შეუფარდა. აღნიშნული გადაწყვეტილება გორის რაიონულმა სასამართლომ გუშინ მიიღო. პროცესს მოსამართლე გერმანე დადეშქელიანი უძღვებოდა, თუმცა სხდომას თავად ბრალდებული სამართალდამცავები არ დასწრებიან.პროკურატურა აცხადებდა, რომ არსებობდა მიმალვის, მტკიცებულებების განადგურებისა და მოწმეებზე ზემოქმედების საფრთხე, რის გამოც აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობას მოითხოვდა.დაცვის მხარე ამ პოზიციას არ დაეთანხმა. ადვოკატების ნაწილის შეფასებით, ბრალდებულები გამოძიებასთან თანამშრომლობდნენ, ბრალს აღიარებდნენ და დამატებითი საფრთხეების საფუძველი არ არსებობდა.საქმე პოლიტიკური განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად რჩება.