რუსეთი აცხადებს, რომ თბილისთან ურთიერთობების გაღრმავებას პრაგმატიზმისა და თანასწორუფლებიანობის საფუძველზე ცდილობს, მაშინ როცა ევროკავშირი საქართველოს მიმართ განსხვავებულ გზავნილებს ავრცელებს.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსპიკერი, მარია ზახაროვა ამტკიცებს, რომ საქართველომ დასავლური ზეწოლის მიუხედავად მრავალვექტორული პოლიტიკა აირჩია. მისივე შეფასებით, ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირები იზრდება და რუსეთი საქართველოსთვის კვლავ მნიშვნელოვან საექსპორტო ბაზრად, ასევე ენერგო მატარებლებისა და მარცვლეულის ერთ-ერთ მთავარ მიმწოდებლად რჩება.
ზახაროვას განცხადებამ საქართველოში პოლიტიკური შეფასებები უკვე გამოიწვია.