თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი დააკავა - Palitra News

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი დააკავა

2026-05-30 15:42:37+04:00

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში პოლიციამ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებისა და იარაღის უკანონო შეძენა-ტარების ბრალდებით წარსულში არაერთხელ ნასამართლევი პირი დააკავა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, შემთხვევა ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე განვითარებულ კონფლიქტს უკავშირდება. გამოძიების ვერსიით, ბრალდებულმა ნაცნობ მამაკაცს არარეგისტრირებული ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა და დაჭრა.

დაშავებული სამედიცინო დახმარების მიზნით კლინიკაში გადაიყვანეს.

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცავებმა ბრალდებული თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში დააკავეს. დანაშაულის შესაძლო იარაღი ნივთმტკიცებად უკვე ამოღებულია.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე და 236-ე მუხლებით მიმდინარეობს, რაც დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.