„საქართველოს გულისთვის“ - პარტია "თავისუფლების მოედნის" ახალი კამპანია - Palitra News

„საქართველოს გულისთვის“ - პარტია "თავისუფლების მოედნის" ახალი კამპანია

2026-05-30 20:11:21+04:00

პარტია „თავისუფლების მოედანი“ 29 მაისიდან 7 ივნისის ჩათვლით ჩადის კახეთში კამპანიის ფარგლებში სახელწოდებით - „საქართველოს გულისთვის“.

პარტიის ლიდერები კახეთის ყველა მუნიციპალიტეტში ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდებიან, მათ საჭიროებებს მოისმენენ და ადგილზე არსებულ პრობლემებს გაეცნობიან. ამ პერიოდში თელავში მდებარე პარტიის ოფისი ყველა დაინტერესებული მოქალაქისთვის ღია იქნება.

დაგეგმილია შეხვედრები მასწავლებლებთან, მშობლებთან, აბიტურიენტებთან, სტუდენტებთან, ხელოვანებთან, პოლიტპატიმრების ოჯახის წევრებთან, ასევე მედიის, არასამთავრობო სექტორისა და სტუმარ-მასპინძლობის სფეროს წარმომადგენლებთან.

კამპანიის ფარგლებში პარტია გიორგი ანწუხელიძის საფლავს ალვანში მოინახულებს, ყვარელში ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს ეწვევა, თელავში ბავშვთა დაცვის დღეს აღნიშნავს და ბავშვებისთვის კინოჩვენებას გამართავს.

7 ივნისს კი სასტუმრო „თელავი ინში“ სამოქალაქო ფორუმი - „საქართველოს გულისთვის - თელავი“ გაიმართება.