საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს - Palitra News

საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალის შემდეგ, გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს

2026-05-31 15:21:34+04:00

საფრანგეთში, ჩემპიონთა ლიგის ფინალში „პარი სენ-ჟერმენის“ „არსენალთან“ გამარჯვების შემდეგ, ფეხბურთის გულშემატკივრებსა და პოლიციას შორის დაპირისპირებისას 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. BBC-ის ინფორმაციით, არეულობის შესაჩერებლად პარიზში ათასობით პოლიციელი იყო მობილიზებული. პოლიციამ ქალაქის ცენტრში შეკრებილი მოქალაქეების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ცნობისთვის, პარიზის შანზ-ელიზეს გამზირი გულშემატკივრებით აივსო მას შემდეგ, რაც საფრანგეთის გუნდმა პენალტების სერიაში გაიმარჯვა. გავრცელებულ კადრებში ჩანს, როგორ აფეთქებენ პიროტექნიკას, ამსხვრევენ მაღაზიის ვიტრინას და წვავენ ელექტროველოსიპედებს. პოლიციის ცნობით, არეულობის დროს ექვსი ავტომობილი, ორი ბიზნეს ობიექტი და ავტობუსის გაჩერება დაზიანდა. ხელისუფლების ცნობით, საერთო ჯამში 416 ადამიანი დააკავეს.