გენერალურმა პროკურატურამ ჯაშუშობის მუხლით დაკავებულ 2 პირს ბრალდება წარუდგინა. ბრალის დადგენილება დაკავებულებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის შენობაში ადვოკატების თანდასწრებით გააცნეს. ერთ-ერთი ბრალდებულის, გულბაათ რცხილაძის ადვოკატი აცხადებს რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს. მისივე თქმით, საქმეში არ დევს არცერთი ისეთი მტკიცებულება, რომელიც რცხილაძის ბრალეულობას დაადასტურებდა. საკუთარ თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს ჯაშუშობის მუხლით დაკავებული მეორე ბრალდებული, ირაკლი ჩიხლაძეც. სახელწმიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს უცხო ქვეყნების სპეცსამსახურებთან აქტიური კონტაქტი ჰქონდათ. კერძოდ, მათი მხრიდან ინფორმაციის მიწოდება როგორც პირისპირ შეხვედრების, ასევე ელექტრონული საშუალებების გამოყენებით ხორციელდებოდა. მიწოდებული ინფორმაცია სადაზვერვო ხასიათის ცნობებს მოიცავდა. რცხილაძე “ევრაზიული ინსტიტუტს“, ჩიხლაძე კი ადამიანის უფლებათა კავკასიური ინსტიტუტს“ ხელმძღვანელობდა.