ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" შეგროვებული თანხების განაწილებას იწყებს - Palitra News

ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" შეგროვებული თანხების განაწილებას იწყებს

2026-05-31 15:30:39+04:00

ორგანიზაცია "ერთად ვებრძოლოთ დიუშენის კუნთოვან დისტროფიას" შეგროვებული თანხების განაწილებას იწყებს. განცხადების თანახმად, ყველა იმ პაციენტს ვისაც დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს და იმყოფება მართვით სუნქვაზე ან აქვთ თანმხლები მძიმე გენეტიკური დაავადება, ერთჯერადად ჩაერიცხებათ 10 000 - 10 000 ლარი. ორგანიზაციის თანახმად, ივნისის თვეში ორგანიზაცია პაციენტებზე მორგებული ეტლების, საწოლების, სასუნთქი აპარატების ადაპტირებული ტრანსპორტის შეძენას დაიწყებს. შეგახსენებთ რომ საქველმოქმედო კამპანიის ფარგლებში დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების მხარდასაჭერად მოქალაქეებისა და ბიზნესის მიერ 2 მილიონ ლარამდე შეგროვდა.