კოალიცია ,, ძლიერი საქართველო - ლელომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარმოადგინა - Palitra News

კოალიცია ,, ძლიერი საქართველო - ლელომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარმოადგინა

2026-05-31 15:32:06+04:00

კოალიცია ,, ძლიერი საქართველო - ლელომ“ შინაგან საქმეთა სამინისტროს რეფორმის გეგმა წარმოადგინა. პარტიის განცხადებით, ხედვა 9 ძირითად მიმართულებას ეფუძნება, მათ შორისაა პოლიციის აკადემიის სრული რეფორმა; ხელფასების, დანამატებისა და პრემიების გამჭვირვალე მოდელი და პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და ოპერატიული დამოუკიდებლობის საკანონმდებლო გარანტიების შექმნა. ლელო ძლიერმა საქართველომ ხედვა სიმბოლურად პოლიციის დღესთან დაკავშირებით წარმოადგინა.