თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა - Palitra News

თურქეთში სამგზავრო ავტობუსი ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც 8 ადამიანი დაიღუპა და 33 დაშავდა

2026-05-31 16:27:25+04:00

თურქეთის ქალაქ დენიზლიში პამუკკალეს ტურისტული კომპანიის კუთვნილი სამგზავრო ავტობუსი დენიზლი-აიდინის გზატკეცილზე ბარიერებს შეეჯახა, რის შედეგადაც ავტობუსს ცეცხლი გაუჩნდა.

თურქული მედიის ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგადაც 8 ადამიანი, მათ შორის ერთი ჩვილი, დაიღუპა და 33 დაშავდა.

გავრცელებული ინფორმაციით, ავტობუსი იზმირიდან ანტალიაში მიემგზავრებოდა და მასში 38 მგზავრი და 3 მძღოლი იმყოფებოდა.

დაშავებულები სასწრაფო დახმარების მანქანით ქალაქის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.