როგორი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - საკუთარი ხედვა სამოქალაქო მოძრაობა ,,ჯერ საქართველოს“ წევრებმა წარმოადგინეს - Palitra News

როგორი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - საკუთარი ხედვა სამოქალაქო მოძრაობა ,,ჯერ საქართველოს“ წევრებმა წარმოადგინეს

2026-06-01 09:30:06+04:00

როგორი უნდა იყოს ქვეყნის თავდაცვისა და უსაფრთხოების პოლიტიკა - ამ საკითხის გარშემო საკუთარი ხედვა სამოქალაქო მოძრაობა ,,ჯერ საქართველოს“ წევრებმა წარმოადგინეს. მათი განცხადებით, აუცილებელია მსოფლიოში არსებული ახალი გეოპოლიტიკური ვითარების ფონზე ქვეყანამ სტრატეგიულ პატრნიორებთან ურთიერთობა გააღრმავოს. მოძრაობის წევრები ამბობენ, რომ საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან გამართული კონსულტაციების შემდგომ, შემუშავდება, ჩარჩო დოკუმენტი, რომელიც მათ ხედვებსა და პროგრამას გააერთიანებს.