მთავრობის ადმინისტრაციასთან დღეს 17 საათზე დიუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე ბავშვების მხარდასაჭერი აქცია გაიმართება. პროტესტის გარეშე არ ჩაუვლია არც გუშინდელ დღეს., მიეცით ბავშვებს წამალი” - ამ ლოზუნგით რუსთაველის მეტროდან კანცელარიის შენობამდე ტრადიციული მარში გაიმართა. მარშის მონაწილეები კვლავ ახალი სამკურნალო მედიკამენტების ქვეყანაში შემოტანას ითხოვენ და ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ. უკვე ერთ თვეზე მეტია, მშობლები მთავრობის ადმინისტრაციასთან წამლის შემოტანის მოთხოვნით უწყვეტ აქციას მართავენ და ადგილზე ღამეებს ათენებენ.