ვოლოდიმირ ზელენსკი - იმედი მაქვს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან დრონების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ - ბრძოლის ველზე დიდი გამოცდილების გამო, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც მათ არ აქვთ - Palitra News

ვოლოდიმირ ზელენსკი - იმედი მაქვს, ჩვენს ამერიკელ პარტნიორებთან დრონების შესახებ შეთანხმებას მივაღწევთ - ბრძოლის ველზე დიდი გამოცდილების გამო, ჩვენ ბევრი რამ გვაქვს, რაც მათ არ აქვთ

2026-06-01 09:33:09+04:00

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, უკრაინას დრონების შესახებ შეთანხმებები აქვს ახლო აღმოსავლეთისა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანასთან და ახლა ქვეყანა დრონების შესახებ დიდ შეთანხმებას ევროკავშირთან ამზადებს. ვოლოდიმირ ზელენსკი იმედოვნებს, რომ იგივე შეთანხმებას ამერიკელ პარტნიორებთანაც მიაღწევენ. მისი თქმით, ამერიკულ კომპანიებს აქვთ ხელოვნური ინტელექტის მოწინავე ტექნოლოგიები, რომელიც უკრაინას არ აქვს, მაგრამ უკრაინას ბევრი რამ აქვს ისეთი, რაც შეერთებულ შტატებს არ აქვს. ამავდროულად, უკრაინულ მედიაში ვრცელდება ცნობები, რომ სპეციალური ოპერაციების ძალების დრონებმა რუსეთის კიროვის ოლქში ნავთობსადენის მაღალი სიმძლავრის წარმოების მართვის სადგურსა და რუსეთის როსტოვის ოლქში ნავთობის საწყობზე იერიში მიიტანეს.