მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ებოლას მიმდინარე აფეთქება კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება - Palitra News

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ებოლას მიმდინარე აფეთქება კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება

2026-06-01 09:34:02+04:00

მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის შეფასებით, ებოლას მიმდინარე აფეთქება კვლავ სერიოზულ საფრთხედ რჩება. დაავადება ძირითადად კონგოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და უგანდაში ვრცელდება, სადაც დაფიქსირებულია ვირუსის იშვიათი შტამი, რომლის წინააღმდეგაც დამტკიცებული ვაქცინა ამ დრომდე არ არსებობს. ჯანმოს მონაცემებით, გამოვლენილია ასზე მეტი შემთხვევა და ათეულობით გარდაცვლილი, ხოლო ეპიდემიის კონტროლს უსაფრთხოების რთული ვითარება და მოსახლეობის გადაადგილება ართულებს. შეგახსენებთ, რომ ებოლა მძიმე ვირუსული დაავადებაა, რომელიც ინფიცირებულ ადამიანთან ან მის ბიოლოგიურ სითხეებთან კონტაქტით ვრცელდება. ვირუსი პირველად 1976 წელს გამოვლინდა და მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მომაკვდინებელ ინფექციად მიიჩნევა.