ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული გულბაათ რცხილაძე ბრალს არ აღიარებს. მას გამოძიებასთან არ უთანამშრომლია და არც ჩვენება მიუცია. პროკურატურა მის პატიმრობას ითხოვს, დაცვვის მხარე კი ან აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვება, ან გირაოთი გათავისუფლებას. ადვოკატი აცხადევს, რომ ბრალდების მხარე საქმეს ეჭვი დონეზე აწარმოებს და პირდაპირი მტკიცებულებები საქმეში არ არსებობს. გულბაათ რცხილაძე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ჯაშუშობის ბრალდებით 30 დააკავა. მას ორი უცხო ქვეყნის სპეცსამსახურთან კავშირს ედავებიან.