პაპუნა ლოცულაშვილი, რომელზეც გორში სამართალდამცველებმა ფიზიკურად იძალადეს, კვლავ პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში რჩება. მას გორში მომხდარი ინციდენტი დეტალების შესახებ უსაუბრია, თუმცა წერილში, რომელიც მისმა ძმამ გამოაქვეყნა, კონკრეტულ ჯგუფებს მიმართავს ნუ გამოიყენებენ მის საქმეს პირადი ინტერესებისთვის. მომხდარის შესახებ პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა. მისი თქმით, სამართალდამცველების მიერ მოქალაქეებზე ფიზიკური ძალადობის ბრძანებას არავინ გასცემდა და ეს სპონტანურად მოხდა. ოპოზიცია მიიჩნევს, რომ შემთხვევა ბევრად მეტია ვიდრე უბრალოდ სპონტანურობა და ადასტურებს, რომ ხელისუფლება სამართალდამცველების ძალადობას აქეზებს და ამავე დროს ხელს აფარებს. მაშო დიასამიძე მოგვიყვება უახლეს ცნობებს.