გერმანიის ელჩი საქართველოში პიტერ ფიშერი ფიქრობს, რომ ქართულ ოცნებას ევროკავშირში გაწევრიანება სინამდილეში არ სურს და საზოგადოებაში არსებული პროევრუპული ინტერესების ფონზე არ შეუძლია საკუთარი პოზიცია მოსახლეობას გააცნოს. ფიშერის ვარაუდით, ქართული ოცნება ცდილობს ევროკავშირის იდეისადმი მხარდაჭერა შეამციროს, რადგან თუკი საქართველოს ევროკავშირის გაწევრიანების პროექტი ჩავარდება - ეს არა საკუთარ საკუტარ ქმედებებს, არამედ ევროკავშირს დააბრალოს. პიტერ ფიშერი ამბობს, რომ საქართველოში ელჩობის ვადის ამოწურვის შემდგომ პენსიაზე გადის და ეს იყო ერთადერთი თანამდებობა, როდესაც პესონალურად ესხმოდნენ თავს. გერმანელი დიპლომატი საქართველოს მოსახლეობას მიმართავს ნუ დაიჯერებენ რომ გერმანია ან ევროკავშირი ამცირებს საქართველოსთან პარტნიორობასა და მეგობრობას. მისი თქმით, ამაზე პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობაა. კიდევ რა გზავნილები ჰქონდა პიტერ ფიშერს და როგორ ეხმაურებიან მის განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები?