სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო - პროექტის 1 220 000 ლარს შეადგენს, რაც თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა - Palitra News

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო - პროექტის 1 220 000 ლარს შეადგენს, რაც თბილისის ბიუჯეტიდან გამოიყოფა

2026-06-01 12:53:29+04:00

სიონის ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყო. როგორც „ინტერპრესნიუსს“ თბილისის მერიაში განუცხადეს, სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს უნდა დასრულდეს.

მათივე ინფორმაციით, პროექტის საერთო ღირებულება 1 220 000 ლარს შეადგენს და ის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან გამოიყოფა.

ცნობისთვის, სიონის ტაძრის რეაბილიტაციის შესახებ ინფორმაცია თბილისის მერმა, კახა კალაძემ 27 მაისს დააანონსა. როგორც მან აღნიშნა, დაზიანებულია ტაძრის გადახურვა და სამრეკლო, რის გამოც მოსული ნალექი აზიანებს კედლებს და საფრთხეს უქმნის ტაძარში არსებულ ფრესკებს. შესაბამისად, როგორც კალაძემ დააანონსა, რეაბილიტაცია ჩაუტარდება ტაძრის აღნიშნულ ნაწილს.