საგაზაფხულო სესიის ბოლო კვირას - 23-27 ივნისის პლენარული სხდომების ფარგლებში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე პარლამენტში ყოველწლიური მოხსენებით გამოვა. პრემიერის პარლამენტში მისვლის კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი.
პარლამენტის რეგლამენტის თანახმად, პრემიერ-მინისტრი ვალდებულია წელიწადში ერთხელ, საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომების ბოლო თვეში პარლამენტს წარუდგინოს მოხსენება სამთავრობო პროგრამის შესრულების მიმდინარეობის შესახებ.
აღნიშნული მოხსენება წერილობითი ფორმით პარლამენტს 1-ელ ივნისამდე წარედგინება.