30 000 - ლარიანი გირაოს მოთხოვნა უარყოფილია - ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა - Palitra News

30 000 - ლარიანი გირაოს მოთხოვნა უარყოფილია - ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა

2026-06-01 15:16:12+04:00

ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულ გულბაათ რცხილაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებასა და ალტერნატიულად 30 000-ლარიანი გირაოს გამოყენებაზე მოსამართლემ არ დააკმაყოფილა.

რცხილაძე რომელიმე ქვეყნის სასარგებლოდ საქმიანობას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის მზადაა.