საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებულ ახალ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. უწყებამ საქმიანობა 10 თანამშრომლით დაიწყო.
ახალი მექანიზმის პირობებში სიძულვილის ენაზე, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციაზე რეაგირება მოქალაქის განცხადებისა და საჩივრის გარეშეც იქნება შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში საქმე სასამართლომდეც შეიძლება მივიდეს.
რა კრიტერიუმებით იმუშავებს ახალი სტრუქტურა და როგორ აფასებენ მის შექმნას ხელისუფლება და ოპოზიცია.