გორში სამართალდამცველების მხრიდან ძალადობის მსხვერპლი პაპუნა ლოცულაშვილი პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას დღეს დატოვებს. საქმეზე ახალი შეფასებები უკვე გაკეთდა როგორც ხელისუფლების, ისე ოპოზიციის მხრიდან.
ლოცულაშვილს ინციდენტის დეტალებზე მანამდე ჰქონდა საუბარი, თუმცა მოგვიანებით გავრცელებულ წერილში მისი საქმე პოლიტიკური თუ სხვა ინტერესებისთვის გამოყენებისგან გარკვეულ ჯგუფებს თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
მომხდართან დაკავშირებით პირველი კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა სულხან თამაზაშვილმა. მისი განმარტებით, მოქალაქეებზე სამართალდამცველთა მხრიდან ფიზიკური ძალადობის ბრძანება არ გაცემულა და ფაქტი სპონტანურად განვითარდა.
ოპოზიცია ამ შეფასებას არ ეთანხმება და მიიჩნევს, რომ საქმე ერთჯერად სპონტანურ შემთხვევაზე ბევრად მძიმე სურათს აჩვენებს, რაც ძალადობრივი პრაქტიკის წახალისებასა და მფარველობაზე მიუთითებს. უახლეს ინფორმაციას მაშო დიასამიძე მოგვაწვდის. დღეს ამ თემას მაშო დიასამიძე აშუქებს.