საქართველოში გერმანიის ელჩი, პიტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ რეალურად ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი არ აქვს და საკუთარი დამოკიდებულების ღიად გამოხატვას საზოგადოების პროდასავლური განწყობების გამო ვერ ახერხებს.
ფიშერის შეფასებით, „ქართული ოცნება“ ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებას ცდილობს, რათა ქვეყნის ევროპული პერსპექტივის ჩავარდნის შემთხვევაში პასუხისმგებლობა არა საკუთარ ნაბიჯებს, არამედ ბრიუსელს დააკისროს.
ელჩმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოში დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ ის პენსიაზე გადის და ეს მისი კარიერის ერთადერთი პოზიცია აღმოჩნდა, სადაც პირადად გამუდმებული თავდასხმების სამიზნედ იქცა.
რა დამატებითი გზავნილები ჰქონდა პიტერ ფიშერს და როგორ პასუხობენ მის განცხადებებს ქართველი პოლიტიკოსები.