საქართველო-თურქეთის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე სუს-ის უფროსმა და ელჩმა იმსჯელეს - Palitra News

საქართველო-თურქეთის უსაფრთხოების თანამშრომლობის გაძლიერებაზე სუს-ის უფროსმა და ელჩმა იმსჯელეს

2026-06-01 15:49:45+04:00

საქართველოსა და თურქეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის გაღრმავება გახდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსისა და თურქეთის ელჩის შეხვედრის მთავარი თემა.

სუს-ის ხელმძღვანელმა, გეკა გელაძემ თურქეთის ახლად დანიშნულ ელჩს, მუსტაფა თურქერ არისს, დიპლომატიური საქმიანობის დაწყება მიულოცა და წარმატება უსურვა.

მხარეებმა ყურადღება გაამახვილეს ორ ქვეყანას შორის სტრატეგიულ პარტნიორობაზე, შესაბამის უწყებებს შორის თანამშრომლობის გამოცდილებასა და რეგიონულ გამოწვევებზე. საუბარი შეეხო სამხრეთ კავკასიაში არსებულ ვითარებას, ასევე მშვიდობისა და სტაბილურობის მნიშვნელობას.

შეხვედრაზე ორი ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის უფრო მეტად გაძლიერების საჭიროებაც გამოიკვეთა.