ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია — ირანისა და ისრაელის განცხადებები - Palitra News

ლიბანში ვითარება კვლავ დაძაბულია — ირანისა და ისრაელის განცხადებები

2026-06-01 15:54:55+04:00

ირანი აცხადებს, რომ ლიბანში ცეცხლის შეწყვეტა აშშ-თან შეთანხმების მიღწევის ერთ-ერთ აუცილებელ პირობად რჩება, მაშინ როცა რეგიონში სამხედრო დაძაბულობა კვლავ იზრდება.

ირანის საგარეო საქმეთა სამინისტროს შეფასებით, ვაშინგტონთან დიპლომატიური პროცესის შეფერხებას ნდობის დეფიციტი, ამერიკული პოზიციების წინააღმდეგობრივობა და ლიბანში ისრაელის სამხედრო მოქმედებები განაპირობებს.

ამავდროულად, ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისში განაცხადეს, რომ ბენიამინ ნეთანიაჰუმ ბეირუთის სამხრეთ გარეუბანზე დარტყმების განხორციელების ბრძანება გასცა. მათივე ინფორმაციით, ისრაელის თავდაცვის ძალები იერიშისთვის დაჰიეს რაიონს განიხილავენ, რომელსაც „ჰეზბოლას“ ერთ-ერთ მთავარ საყრდენ ზონად აფასებენ.