აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განცხადებით, ირანის მიერ აშშ-სთან კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ ინფორმირებული არ არის.
„ეს მოსალოდნელია, რადგან ისინი უკეთესი მომლაპარაკებლები არიან, ვიდრე მებრძოლები. თუმცა, ამის შესახებ ჩვენთვის ინფორმაცია არ მოუწოდებიათ“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა NBC News-სთან სატელეფონო ინტერვიუში.
ასევე, ტრამპის თქმით, საზღვაო ბლოკადა გაგრძელდება, თუმცა ირანის მხრიდან აშშ-სთან შეტყობინებების გაცვლის შეწყვეტა დაბომბვის განახლებას არ ნიშნავს.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ იქ ბომბების ჩამოყრას დავიწყებთ“, - აღნიშნა ტრამპმა.