საქართველოსა და აშშ-ის ურთიერთობების შესაძლო განვითარება აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დელეგაციამ თბილისში ხელისუფლებასა და ოპოზიციასთან შეხვედრებისას განიხილა. ვიზიტის ფარგლებში ამერიკელი წარმომადგენლები პრემიერ-მინისტრს, მთავრობის წევრებსა და ოპოზიციური პარტიების ლიდერებს შეხვდნენ.
საელჩოს ინფორმაციით, ხელისუფლებასთან საუბრისას გამოიკვეთა ვაშინგტონის მზადყოფნა მომავალზე ორიენტირებული თანამშრომლობის მიმართ.
ოპოზიციასთან შეხვედრებზე კი ამერიკულმა მხარემ 2024 წლის ოქტომბრის შემდეგ შექმნილ პოლიტიკურ ვითარებასა და ოპოზიციის მდგომარეობაზე შეფასებები მოისმინა. ვაშინგტონის პოზიციით, დემოკრატიისთვის ეფექტიანი ოპოზიცია და რეალური პოლიტიკური წარმომადგენლობა აუცილებელია.