ხელისუფლება სააკაშვილისა და მელიას პოლემიკას ეხმაურება - „მელია კვლავ ენმ-თან ასოცირდება“ - Palitra News

ხელისუფლება სააკაშვილისა და მელიას პოლემიკას ეხმაურება - „მელია კვლავ ენმ-თან ასოცირდება“

2026-06-01 21:12:18+04:00

მიხეილ სააკაშვილსა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება გრძელდება. ყოფილი პრეზიდენტის განცხადებით, მას ნიკა მელიასი არასდროს შურდა და ის იმავე პოლიტიკურ ჭაობში აღმოჩნდა, სადაც, მისივე შეფასებით, უკვე იმყოფებიან ირაკლი ოქრუაშვილი, გიგა ბოკერია და სხვა პოლიტიკოსები.

სააკაშვილის ამ კრიტიკას უკვე უპასუხა ნიკა მელიამ - მან მესამე პრეზიდენტს კიდევ ერთხელ მოუწოდა, რომ დაასახელოს ის პირი, რომელსაც სააკაშვილი ღალატში ადანაშაულებს. ამავდროულად, ხელისუფლების ოპონენტთა ნაწილი მხარეებს ურთიერთბრალდებების შეწყვეტისა და ყურადღების ქვეყნის პრობლემებზე გადატანისკენ მოუწოდებს.

მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ ნიკა მელია კვლავ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ ასოცირებული ფიგურაა და საკუთარ თავს მიხეილ სააკაშვილზე უფრო მნიშვნელოვან პოლიტიკურ მოთამაშედ მიიჩნევს.