დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები პროტესტს აგრძელებენ - მშობლები შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ - Palitra News

დიუშენის სინდრომის მქონე ბავშვების ოჯახები პროტესტს აგრძელებენ - მშობლები შიმშილობის დაწყებას არ გამორიცხავენ

2026-06-01 21:21:23+04:00

დღეს, 1-ელ ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, დიუშენის კუნთოვანი დისტროფიით დაავადებული ბავშვების ოჯახები მთავრობის ადმინისტრაციასთან საპროტესტო აქციებს აგრძელებენ - აღნიშნულთან დაკავშირებით, მათთვის დახმარების მიზნით შექმნილ საბანკო ანგარიშებზე თანხის ჩარიცხვა მოქალაქეების მხრიდან კვლავ გრძელდება.

მშობლების განცხადებით, სახელმწიფო ბავშვების მძიმე მდგომარეობას სათანადო ყურადღებას არ უთმობს და მნიშვნელოვანი მკურნალობის საკითხი დროულად ვერ გვარდება. მშობლები აცხადებენ, რომ სახელმწიფოს მხრიდან მათი მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, ისინი პროტესტის უკიდურეს ფორმას - შიმშილობას მიმართავენ. ამ თემაზე საუბრისას, მმართველ გუნდში განმარტავენ, რომ შესაბამისი მედიკამენტი ქვეყანაში მხოლოდ მას შემდეგ შემოვა, რაც მისი უსაფრთხოება და უვნებლობა სრულად დადასტურდება.