რა კრიტერიუმებით იმუშავებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და როგორ აფასებენ მის შექმნას პოლიტიკურ სპექტრში - Palitra News

რა კრიტერიუმებით იმუშავებს სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველო და როგორ აფასებენ მის შექმნას პოლიტიკურ სპექტრში

2026-06-01 21:23:00+04:00

საჯარო სივრცეში სიძულვილის ენისა და აგრესიული კამპანიების წინააღმდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროში ამოქმედებულ ახალ სამმართველოს თამთა ქიმბარიშვილი უხელმძღვანელებს. უწყებამ საქმიანობა 10 თანამშრომლით დაიწყო.

ახალი მექანიზმის პირობებში სიძულვილის ენაზე, შეურაცხმყოფელ კამპანიებსა და აგრესიულ კომუნიკაციაზე რეაგირება მოქალაქის განცხადებისა და საჩივრის გარეშეც იქნება შესაძლებელი. საჭიროების შემთხვევაში საქმე სასამართლომდეც შეიძლება მივიდეს.