გერმანიის ელჩი: „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური სურვილი არ აქვს - Palitra News

გერმანიის ელჩი: „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური სურვილი არ აქვს

2026-06-01 21:25:56+04:00

საქართველოში გერმანიის ელჩი პიტერ ფიშერი მიიჩნევს, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირში გაწევრიანების რეალური სურვილი არ აქვს, თუმცა საზოგადოების ძლიერი პროდასავლური განწყობების გამო ამის ღიად თქმა უჭირს.

მისივე შეფასებით, მმართველი გუნდი ევროკავშირის მიმართ საზოგადოებრივი მხარდაჭერის შემცირებას ცდილობს, რათა ქვეყნის ევროპული გზის შეფერხებაზე პასუხისმგებლობა საკუთარ პოლიტიკას კი არა, ბრიუსელს დააკისროს.

ფიშერმა ასევე ყურადღება გაამახვილა საკუთარ დიპლომატიურ გამოცდილებაზე და აღნიშნა, რომ კარიერის განმავლობაში სწორედ საქართველოში ყოფნის პერიოდში აღმოჩნდა მუდმივი პერსონალური თავდასხმების სამიზნე. მისი თქმით, დიპლომატიური მისიის დასრულების შემდეგ პენსიაზე გასვლას გეგმავს.