ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულელბს - გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს სასამართლომ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა.
დაცვის მხარის მოთხოვნა ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიებისა და გირაოს გარეშე დატოვების შუამდგომლობა არცერთი მოსამართლემ არ გაიზიარა.
რცხილაძე უცხო ქვეყნის სასარგელოდ საქმიანობას უარყოფს და აცხადებს, რომ საქართველოს სპეცსამსახურებთან თანამშრომლობისთვის მზადაა. რაც შეეხება ირაკლი ჩიხლაძეს, ის დუმილის უფლებით სარგებლობს და აცხადებს, რომ მას საქართველოს ინტერესების საწინააღმდეგო ქმედება არასდროს ჩაუდენია. თავის მხრივ, პროკურატურა ამ საქმეში არსებულ მტკიცებულებებსა და ბრალდებულთა მხრიდან ბრალად შერაცხული ქმედებების ჩასადენად მატერიალური ინტერესის არსებობაზე საუბრობს.