დონალდ ტრამპი - ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება - Palitra News

დონალდ ტრამპი - ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება

2026-06-01 22:47:13+04:00

აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ ირანთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება.

„ირანის ისლამურ რესპუბლიკასთან მოლაპარაკებები სწრაფი ტემპით გრძელდება“, - წერს ტრამპი Truth Social-ზე.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი CNBC-თან სატელეფონო ინტერვიუში ირანის მხრიდან აშშ-სთან კომუნიკაციის შეწყვეტის შესახებ გავრცელებულ ცნობებს გამოეხმაურა.

„გულწრფელად რომ ვთქვა, არ მაღელვებს დასრულდა თუ არა. ვფიქრობ, მოსაწყენი ხდებოდა“, - განაცხადა ტრამპმა.