სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში - Palitra News

სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა - რა მოლოდინები აქვთ ოპოზიციაში

2026-06-02 10:03:47+04:00

შინაგან საქმეთა სამინისტროს ადამიანის უფლებების დაცვის დეპარტამენტის სიძულვილის ენის წინააღმდეგ ბრძოლის ახლად შექმნილი სამმართველო ფუნქციონირებას შეუდგა. სამმართველოს ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები ადამიანის ღირსების შემლახველი/შეურაცხმყოფელი და სიძულვილის ენის შემცველი საჯაროდ გავრცელებული იმგვარი განცხადებების მონიტორინგი და გამოვლენა იქნება, რომელიც საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სამართალდარღვევის ნიშნებს შეიცავს. ოპოზიციური პარტიების განცხადებით, ქართული ოცნება ქვეყანაში კრიტიკული ხმის ჩახშობას, მორალის პოლიციის შექმნით ცდილობს.