სააკაშვილისა და მელიას შორის დაპირისპირება გრძელდება, დაპირისპირებაში ჩაერთო მელიას მამაც - რას ამბობენ ყოფილი თანაგუნდელები - Palitra News

სააკაშვილისა და მელიას შორის დაპირისპირება გრძელდება, დაპირისპირებაში ჩაერთო მელიას მამაც - რას ამბობენ ყოფილი თანაგუნდელები

2026-06-02 10:04:47+04:00

მიხეილ სააკაშვილის და ნიკა მელიას დაპირისპირება გრძელდება, დაპირისპირებაში ჩაერთო ნიკანორ მელიას მამაც, რომელმაც ექს პრეზიდენტს ცრუ ბრალდებების გაჟღერებისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. სააკაშვილი მელიას ღალატში, ხოლო, ნიკა მელია ექსპრეზიდენტს ეჭვიანობაში ადანაშაულებს. ნაციონალური მოძრაობის ყოფილი და მოქმედი ლიდერის დაპურისპირება თვეების განმავლობაში გრძელდებოდა, თუმცა ნიკა მელიას გაღიზიანება მესამე პრეზიდენტის ბრალდებებმა გამოიწვია, მისი თქმით მნიშვნელოვანია რომ სააკაშვილმა დაასახელოს ის პირი ვისაც საქართცელოში ჩამოსვლამდე კონფიდენციალურ ინფორნაციას აწვდიდა და ისაუბროს 2021-2022 წლებში ქართულ ოცნების წარმომადგენლებთან გარიგების მცდელობაზე. ხელისუფლების ოპონენტების ნაწილი თვლის რომ მელიას და სააკაშვილს შორის არსებული განხეთქილება ოპოზიციურ ალიანსს აზიანებს - ნაწილი კი - განმარტავს რომ საჭიროა პოლიტიკოსებმა ცხადად და კონკრეტულად ისაუბრონ იმ დეტალებზე, რასაც საჯაროდ ავრცელებენ.